ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

მშობლების დახმარების მიზნით ბრიტანულ-ქართული აკადემია თავად ადგენს მოსწავლეებისთვის მთელი სასწავლო წლის განმავლობაში საჭირო ყველა აუცილებელი რესურსების ნაკრებს (მათ შორის სამუშაო რვეულები და საკანცელარიო ნივთები), რომლის შეძენის შესაძლებლობა მშობლებს აკადემიის ადმინისტრაციაში სასწავლო წლის დაწყებამდე აქვთ). რესურსების ნაკრების გარდა, მოსწავლეს დასჭირდება სახელმძღვანელოები, სასკოლო ჩანთა, სპორტული ჩანთა, სპორტული ფეხსაცმელი და სპორტული სამოსი. ასევე, კლასგარეშე აქტივობებზე დარეგისტრირების შემთხვევაში, თქვენს ბავშვს დასჭირდება კონკრეტული აქტივობის შესაბამისი ინვენტარი, რომლის შესახებაც დამატებით ინფორმაციას კონკრეტულ კლასგარეშე აქტივობაზე დარეგისტრირების შემდეგ მიიღებთ.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის კაფეტერია მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს, როგორიცაა: წვნიანი, ცხელი კერძები, სალათა, ცოცხალი ბოსტნეული, ხილი და სხვა. საკვები სკოლის კაფეტერიაში ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქტისგან მზადდება უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.
სკოლის წესების მიხედვით მოსწავლეებისათვის სავალდებულოა სასკოლო ფორმის ტარება გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სკოლაში რაიმე სახის ღონისძიება ან საველე გასვლაა. სასკოლო ფორმა შედგება ცისფერი პერანგის ან მაისურისგან, ლურჯი სვიტერის ან ჟაკეტისგან და ლურჯი კლასიკური სტილის სასკოლო შარვლის, შორტის ან კაბისგან. ასევე, სავალდებულოა ბრიტანულ-ქართული აკადემიის ლოგოს ტარება, რომლის შეძენაც შესაძლებელია აკადემიაში. სასკოლო ფორმით მოსწავლის უზრუნველყოფა მშობლების ვალდებულებაა. სკოლას შეუძლია დაეხმაროს მშობლებს ფორმის შეძენის პროცესში პარტნიორ მომწოდებლებთან დაკავშირებაში.
ბრიტანულ-ქართული აკადემია მოსწავლეებს სთავაზობს სატრანსპორტო მომსახურებას სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ავტობუსებით, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს. ტრანსპორტირების სერვისი განკუთვნილია 1-ლიდან მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ თბილისის ცენტრალურ ნაწილში და დამატებით იხდიან ტრანსპორტირების გადასახადს. სკოლამდელი განათლების ცენტრის მოსწავლეებს, რომლებსაც ჰყავთ უფროსი და ან ძმა, ასევე შეუძლიათ სკოლის სატრანსპორტო სერვისით სარგებლობა. ტრანსპორტის მომსახურების ფასში შედის მოსწავლის დანიშნულების ადგილიდან სკოლამდე და უკან მგზავრობა. დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, შესაძლებელია ტრანსპორტირების სერვისით იმ მოსწავლეების უზრუნველყოფაც, რომლებიც ცხოვრობენ თბილისის ცენტრალური უბნებიდან მოშორებით. ავტობუსების მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აკადემიის ვებ-გვერდზე განთავსებულ რუკაზე. დანიშნულების ადგილიდან მოსწავლეების ჩასხდომა ავტობუსში 7:45 საათზე იწყება. ჩასხდომის დრო დამოკიდებულია ავტობუსის მარშრუტსა და ჩასხდომის ადგილის მდებარეობაზე. ავტობუსები სკოლიდან გადის 16:30 საათზე, კლასგარეშე აქტივობების დასრულების შემდეგ. მოთხოვნის შემთხვევაში, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, შესაძლოა, გამოიყოს ადრეული სატრანსპორტო სერვისი, რომელიც სკოლიდან 15:30 საათზე, აკადემიური დღის დამთავრებისთანავე გავა. მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ ადრეული ან გვიანი სატრანსპორტო მომსახურება სასწავლო წლის დასაწყისში. ბრიტანულ-ქართული აკადემიის 10-30 ადგილიანი ავტობუსები განკუთვნილია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის და აღჭურვილია უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ინდივიდუალური უსაფრთხოების ღვედით, სავარძლების მყარი საზურგით, საავარიო გასასვლელებით, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობით, პირველადი დახმარების კომპლექტითა და მძღოლისათვის 360°-იან სარკით. ავტობუსებს ასევე გააჩნია სპეციალური ციმციმები და შემაკავებელი ნიშანი, რომელიც ავტობუსში ბავშვის ჩასხდომის და მისი ავტობუსიდან გადმოსვლის დროს აქტიურდება. ავტობუსის მძღოლებს გავლილი აქვთ საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების სპეციალური სწავლება. გარდა ამისა, სპეციალური კამერა აკონტროლებს თითოეული მოსწავლის ავტობუსში უსაფრთხოდ ჩასხდომასა და ავტობუსიდან ჩამოსვლას.
სწავლის წლიური საფასური მოიცავს აკადემიურ პროგრამაზე სწავლის ხარჯებს, და ასევე, მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობების საფასურს (გარდა ცურვის კლასგარეშე აქტივობისა). სწავლის საფასურის გარდა მშობლებმა დამატებით უნდა გაითვალისწინონ შემდეგი ხარჯები: მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი საველე გასვლებისა და სხვადასხვა არასავალდებულო ღონისძიების საფასური; მოსწავლეების კვებისა და ტრანსპორტირების საფასური. სკოლამდელი განათლების ცენტრისა და I-IV კლასების მოსწავლეების სწავლის გადასახადი მოიცავს კვების ხარჯს; მშობლებმა უნდა უზრუნველყონ შვილები სავალდებულო სასკოლო ფორმით, კლასგარეშე პროგრამებისათვის (მაგ. ცურვა, ცეკვა) საჭირო სპეციალური სამოსითა და აქსესუარებით, ასევე სასკოლო სახელმძღვანელოებითა და შესაბამისი ნივთებით.
ბრიტანულ-ქართულ აკადემიის სკოლამდელ ცენტრში იმ მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლას, რომლებიც სწავლის დაწყებამდე იქნებიან ხუთი წლის, ხოლო სკოლაში – მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის დაწყებამდე შეუსრულდებათ ექვსი წელი.
This site is registered on wpml.org as a development site.