International Student Research Symposium II

International Student Research Symposium II

ყურადღება! იწყება მოსწავლეთა მეორე საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია.

თარიღი: 2023 წლის 13 ოქტომბერი
ჩატარების ადგილი: ბრიტანულ-ქართული აკადემიის კამპუსი, თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 ნომერი (ლისის ტბის მიმდებარედ)

ბრიტანულ-ქართული აკადემია და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა სიამაყით წარმოგიდგენთ მოსწავლეთა რიგით მეორე საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმს!

ვიწვევთ საშუალო სკოლის მოსწავლეებს (14 წლის ან ზემოთ) ამ საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. სიმპოზიუმი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას:

ჰუმანიტარული მეცნიერებები;
სოციალური მეცნიერებები;
გამოყენებითი და თეორიული მეცნიერებები;
მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერები;
სახვით და გამოყენებით ხელოვნება;

დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი ფორმა და დაურთოთ თქვენი ნაშრომის მოკლე თეზისი (250-300 სიტყვა): https://shorturl.at/qHRU3

მათ, ვისაც სახვითი ხელოვნების ან შემოქმედებითი წერის ფარგლებში გსურთ ნამუშევრების წარდგენა, ფორმა შეგიძლიათ ნაშრომების ასატვირთად გამოიყენოთ.
თუ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან შემოქმედებითი წერა გიტაცებთ, თქვენი ნიჭის გამოვლენის შანსი გეძლევათ!

შემოქმედებითი ნაშრომის წარდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, ატვირთოთ 10 გვერდიანი მხატვრული ტექსტი, აბზაცებს შორის 1-იანი გამოტოვებით (single-spaced), ან 3-6 საკუთარი ლექსი ერთ კონკრეტულ თემაზე.

სახვითი ხელოვნებით დაინტერესების შემთხვევაში, მივიღებთ 3-6 ნამუშევარს. ასევე, გთხოვთ, ნაშრომებს დაურთოთ წერილი (თეზისის ნაცვლად), რომელშიც განხილული იქნება, რამ იქონია გავლენა თქვენს შემოქმედებაზე.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: symposium@bga.ge. ყოველთვის მზად ვართ, დაგეხმაროთ.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 1-ელი აგვისტო. სიმპოზიუმი ჩატარდება ინგლისურ ენაზე და სიხარულით გაცნობებთ, რომ ღონისძიება იქნება ჰიბრიდული, რაც გულისხმობს როგორც დასწრებულ, ასევე ონლაინსესიებს.

საერთაშორისო კომისია ყურადღებით გაეცნობა ყველა მონაწილის ნაშრომის თეზისს, ხოლო შერჩეული მომხსენებლების სია გამოცხადდება 2023 წლის 15 სექტემბერს.

შერჩეულ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, თავიანთი თემები 7-10 წუთიანი პრეზენტაციებით წარადგინონ და, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილე მიიღებს დამსახურებულ სერტიფიკატს.

მოემზადეთ თქვენი კვლევის, კრეატიულობისა და ინტერესების გასაზიარებლად ჩვენთვის. ერთად ვაქციოთ ეს ღონისძიება დაუვიწყარ დღედ.

This site is registered on wpml.org as a development site.