მე-12 კლასის გამოსაშვები ცერემონია

მე-12 კლასის გრანდიოზული გამოსაშვები ცერემონია

ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება – მე-12 კლასის გრანდიოზული გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება სკოლის დარბაზში მოეწყო სადაც  ცერემონიის ფარგლებში, მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის აკადემიურმა დირექტორმა, ქალბატონმა მარიამ შურღაიამ მიმართა –  სკოლის დამთავრება მიულოცა, წარმატება უსურვა სამომავლო ასპარეზზე. 

Ქალბატონმა მარიამმა მოსწავლეებს სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატები, ასევე ოქროსა და ვერცხლის მედლები, საფეხურის ხელმძღვანელ, ბატონ ჯოშუა გარნერთან ერთად გადასცა.

Მოსწავლეებს ბატონმა ჯოშმაც მიმართა, მათ კიდევ ერთხელ შეახსენა ის ღირებულებები და ძირითადი პრინციპები, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობდა ბრიტანულ-ქართული აკადემია თავისი მოსწავლეების აღზრდისას და წარმატება უსურვა მათ მომავალ აკადემიურ საფეხურებზე . 

Მოსწავლეებს მიულოცეს და სიტყვით მიმართეს კლასის ხელმძღვანელმა  და პედაგოგებმაც, აღნიშნეს წარმატებული თორმეტწლიანი გამოცდილება, აკადემიური წარმატებებით, გამოწვევებით, მნიშვნელოვანი გამოცდილებებით სავსე ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასრულება.

თავად კურსადმთავრებულებმაც ემოციური მიმართვები წარმოთქვეს ცერემონიაზე, გამოემშვიდობნენ სკოლას, საყვარელ მასწავლებლებს.

Ამაღელვებელი ემოციებით სავსე ცერემონია  მანტიებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ქუდების აყრით დაასრულეს.

This site is registered on wpml.org as a development site.