აკადემიური დირექტორის მისალმება

მოგესალმებით ბრიტანულ-ქართული აკადემიის სასკოლო საზოგადოების სახელით!

ჩვენი მრავალფეროვანი და დაბალანსებული ორენოვანი სასწავლო კურიკულუმი, განსხვავებული და ინოვაციური სასწავლო მეთოდები, სოციალური პასუხისმგებლობების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომები მალე დაგარწმუნებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება, შეუერთდეთ აკადემიის სასკოლო საზოგადოებას, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა!

გაიგეთ მეტი
  • მე-12 კლასის გამოსაშვები ცერემონია

    ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში წლის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება – მე-12 კლასის გრანდიოზული გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

  • IB DP სადიპლომო პროგრამა

    საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამის საგნის, გლობალური პოლიტიკის მოსწავლეები საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის ნატოს საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ.

  • სკოლამდელი განათლების ცენტრის გამოშვების ცერემონია

    Ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სკოლამდელი განათლების ცენტრის მოსწავლეების გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

  • Disney’s Aladdin Jr

    ორი საოცარი საღამო გავატარეთ ერთად, სავსე ემოციებით, მუსიკითა და ალადინის ჯადოსნური ისტორიებით, სწორედ ისეთი, როგორიც ბროდვეის მიუზიკლს შეეფერება!

  • International Student Research Symposium II

    ყურადღება! იწყება მოსწავლეთა მეორე საერთაშორისო კვლევით სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია.

მისია და ღირებულებები

ბრიტანულ-ქართული აკადემიის მისიაა ნდობაზე, პატივისცემასა და ურთიერთმხარდაჭერაზე დაფუძნებულ გარემოში აღზარდოს ცნობისმოყვარე, მცოდნე, მზრუნველი და ემოციური ინტელექტის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც გონივრული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეძლებენ პრობლემების გადაჭრას, ეფექტურად ადაპტირდებიან მუდმივად განვითარებად გლობალურ სამყაროში, რათა თავიანთი პოზიტიური წვლილი შეიტანონ მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნაში.

გაიგეთ მეტი
post icon
სკოლამდელი განათლება

დაწვრილებით
post icon
დაწყებითი სკოლა

post icon
საბაზო სკოლა

დაწვრილებით
post icon
საშუალო სკოლა

post icon
post icon
კლასგარეშე პროგრამები

დაწვრილებით
აკადემიური პროგრამები

ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლეებს მივცეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება. ჩვენ გვჯერა, რომ სწრაფად ცვლილებად, დინამიკურ სამყაროში შესაბამისი განათლება უმთავრესი ელემენტია წარმატების მიღწევის გზაზე. საგანგებოდ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეეჭიდონ მათი ასაკის შესაბამის აკადემიურ გამოწვევებს, განივითარონ ყველა საჭირო უნარ-ჩვევა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, წარმატებით გააგრძძელონ სწავლა ნებისმიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

გაიგეთ მეტი
საკლასო ოთახებს მიღმა

ჩვენს მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასგარეშე აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს, რის საფუძველზეც ბავშვებს საკუთარი ინტერესების შესაბამის თემატურ კლუბებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ (სპორტი, მეცნიერება, პროგრამირება, ხელოვნება და სხვა). მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და სპექტაკლებს, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები თავიანთ შესაძლებლობებს მოსინჯავენ სიმღერაში, ცეკვასა და სამსახიობო ოსტატობაში; კონკრეტული საგნის ან თემისადმი მიძღვნილი კვირეულების ფარგლებში, მოსწავლეები ამჟღავნებენ მათემატიკურ და სხვა მეცნიერებებთან დაკავშირებულ ცოდნას; მონაწილეობენ სასკოლო და სკოლის მიღმა დაგეგმილ სპორტულ შეჯიბრებებში; ჩართულები არიან ხელოვნებასთან, დებატებთან და კომპიუტერულ პროგრამირებასთან დაკავშირებულ აქტივობებში, რომელთა ერთობლიობაც ქმნის ბრიტანულ-ქართული აკადემიის კლასგარეშე პროგრამას.

გაიგეთ მეტი
  • 150+
    კურსდამთავრებული
  • 12+
    სპორტული ინფრასტრუქტურა
  • 50+
    კლუბები
  • 497+
    მოსწალეთა რაოდენობა
This site is registered on wpml.org as a development site.